ახალქალაქში, მშენებარე სახლში ცხედარი იპოვეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში, ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში 45 წლის მამაკაცის გვამი იპოვეს.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი ამავე სოფლის მკვიდრია.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა.
როგორც სოფელში ამბობენ, შუახნის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილის ძებნა ოჯახის წევრებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ღამით სახლში არ დაბრუნდა.
გარდაცვლილი ოჯახმა სახლიდან მოშორებით, მშენებარე, დაუსახლებელ სახლში იპოვა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.