ოკუპირებულ აფხაზეთში მოზარდი გარდაიცვალა – აღებულია კორონავირუსზე ანალიზი
სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით 2005 წელს დაბადებული მოზარდი გარდაიცვალა, – განაცხადეს ე.წ. ოპერატიულ შტაბში.
მოზარდს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს და მისი პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
აღინიშნება, რომ მოზარდი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იქნა მიყვანილი, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს გაგრის რაიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.