როსტომ სესიაშვილმა მოხუცთა პანსიონატს საკვები პროდუქტები და პირბადეები გადასცა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი ყვარელში არსებულ მოხუცთა პანსიონატს ეწვია.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სესიაშვილმა პანსიონატს საკვები პროდუქტები, ანტიბაქტერიული სადეზინფექციო ხსნარი და პირბადეები გადასცა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის, ხანდაზმულთა პანსიონატში 10-მდე მოხუცი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები