პაატა იმნაძე: ცოცხალთან მუშაობა უფრო საშიშია იმიტომ, რომ ცოცხალი ავადმყოფი სახეში გახველებს

“პროზექტურაში მომუშავე ნებისმიერი პირი სტანდარტულად უნდა იცავდეს თავს, ცოცხალთან უფრო საშიშია მუშაობა იმიტომ, რომ ცოცხალი ავადმყოფი სახეში გახველებს”, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კითხვას – არის თუ არა განსაკუთრებულად დაცული სამედიცინო ექსპერტების უსაფრთხოება, რომლებიც კორონავირუსით გარდაცვლილების გაკვეთაზე მუშაობენ.

“ამის პროტოკოლი შემუშავებულია და დიდი ხანია, დევს როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე, ჩვენს ვებგვერდზე. ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი. პროზექტურაში მომუშავე ნებისმიერი პირი სტანდარტულად უნდა იცავდეს თავს და როგორ გგონიათ, ცოცხალთან მუშაობა უფრო საშიშია, თუ გვამთან მუშაობა? ეს არის ჩვეულებრივ პროფესიული რისკები. მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ჩვეულებრივ, როგორც უნდა იმუშაონ, ისე იმუშაონ. ცოცხალთან მუშაობა უფრო საშიშია იმიტომ, რომ ცოცხალი ავადმყოფი სახეში გახველებს“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები