ეკატერინე ტიკარაძე: კოვიდინფექციაზე მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა მოსაზრებები არსებობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ

“კოვიდინფექციაზე მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა მოსაზრებები არსებობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ გაიმართება მოლაპარაკებები და გადაწყვეტილება შემდეგ გახდება ცნობილი.

„დღევანდელ ეტაპზე, კოვიდინფექციაზე მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო, თუმცა მოსაზრებები არსებობს, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ჩაერთონ როგორც ონლაინმომსახურებაში, თავად ონლაინხაზის გასაძლიერებლად, ასევე – ფინანსურ მხარდაჭერაში. ამასთან დაკავშირებით ჩვენ მოლაპარაკებებს გავმართავთ და ეს საკითხი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ერთობლივ გადაწყვეტილებას მივიღებთ სადაზღვევო კომპანიებთან ერთად“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები