“ევროპის უნივერსიტეტსა და “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას” შორის მემორანდუმი გაფორმდა
23 ივნისს, “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, „ევროპის უნივერსიტეტსა” და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს “ევროპის უნივერსიტეტის” რექტორმა ნინო ტალიაშვილმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სამართლის დოქტორმა ირაკლი ყანდაშვილმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი სამართლის საბაკალავრო და კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ითვალისწინებს.