პაატა იმნაძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევების უმრავლესობა ცნობილ კლასტერებთანაა დაკავშირებული
“მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში იყო კორონავირუსის 18 შემთხვევა, მათი უმრავლესობა უკვე ცნობილ კლასტერებთანაა დაკავშირებული”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ორი შემთხვევა განსაკუთრებით საყურადღებოა და ღრმა კვლევა მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ახალ შემთხვევებს – პრაქტიკულად, ყველა ახალი შემთხვევა – მოგეხსენებათ, ბოლო 24 საათში იყო 18 შემთხვევა – დაკავშირებულია უკვე ცნობილ კლასტერებთან. შეიძლება, გადაიკვეთოს უკვე ორი კლასტერი ერთმანეთთან, რაც ჩვენი კვლევის მიზანი იყო. რაც შეეხება საყურადღებო შემთხვევებს – გვაქვს კიდევ ამ ახალ შემთხვევებში ორი საყურადღებო შემთხვევა, რომლის გაღრმავებული კვლევა ამჟამად მიმდინარეობს“, – განაცხადა იმნაძემ.