მიხეილ ჩხენკელი: ამ ეტაპზე, ეროვნული გამოცდების ფორმატის, ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის, ან თარიღების ცვლილების საკითხი არ განიხილება.
„როგორც მოგეხსენებათ, „ტელესკოლის“ პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული როლი ენიჭება აბიტურიენტის საათს, სადაც აბიტურიენტები ჩვენი წამყვანი სპეციალისტებისგან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით კონსულტაციებს იღებენ. ასევე მოგეხსნებათ, რომ ჩვენი სამინისტროს გადაწყვეტილებით , ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის ვადა გავახანგრძლივეთ, მაგრამ ეს არანაირად არ ეხება ეროვნული გამოცდების თარიღებს.
ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატის, ან თარიღების ცვლილების საკითხები არ განიხილება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები