ლევან რატიანი: 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, კლინიკას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებს
“კლინიკაში, ამ დროისთვის, სულ 67 პაციენტი მკურნალობს, აქედან 51 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული”, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 62 წლის ქალი, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდანაა, კლინიკას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დატოვებს.
“კლინიკაში, ამ დროისთვის, სულ 67 პაციენტი მკურნალობს, აქედან კი 51 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული. ჩვენი კლინიკა ემსახურება ქვეყანაში ყველაზე კრიტიკულ პაციენტს, ყველაზე მძიმე პაციენტები მკურნალობას ჩვენს კლინიკაში აგრძელებენ. 62 წლის ქალბატონთან მიმართებით, რომელიც არის ე.წ. მარნეულის კლასტერიდან, პირველ ეტაპზე, დადებითი ტესტი მოვიდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გაეწერება კლინიკიდან. ასევე, 80 წლის ქალბატონის მდგომარეობა, რომელიც ჩვენს კლინიკაში შემოსულია მწვავე რესპირატორული სინდრომით, ორმხრივი მწვავე პნევმონიით, მწვავე სეფსისით, გულის უკმარისობით, არტერიული გიპერტენზიით, დინამიკაში გაუმჯობესებული იყო. ამ დილიდან მოიხსნა მართვითი სუნთქვიდან და ქალბატონი სპონტანურ სუნთქვაზეა“, – განაცხადა რატიანმა.