ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს
ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები გვიან ღამით საკარანტინო ზონებში გადაიყვანეს.
აღნიშნულ პირებს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ, ყველა მათგანს საზღვარზე შემოსვლისას თერმული სკრინინგი ჩაუტარდა.
პროცესს ადგილზე კოორდინებას უწევდნენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, საბაჟო გამშვები პუნქტ “ყაზბეგის” უფროსი – შოთა სხილაძე, მერის მოადგილეები – დავით ქირიკაშვილი და თამაზ ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – გრიგოლ სეთურიძე.
საზღვარზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.