“არქიმ” თავდაცვის სამნისტროსა და შსს-ს 1000-1000 სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა
დღეს “არქი” მცხეთა-თბილისის საკონტროლო გამშვებ პუნქტს ესტუმრა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს 1000 ცალიN95 ტიპის სპეციალური დანიშნულების სერტიფიცირებული რესპირატორი გადასცა. გარდა ამისა, დამატებით არქიმ კიდევ 1000 რესპირატორი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც გადასცა.
„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს აქტივობებს კორონავირუსის წინააღმდეგ. ამჯერად თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადავცემთ მაღალი ხარისხის N95 ტიპის სპეციალურ რესპირატორებს, რომელსაც საჭიროების მიხედვით გამოიყენებენ. გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თანამშრომელს ვინც ახლა თავდაუზოგავად შრომობს ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებისთვის“- ამბობს “არქის” გენერალური დირექტორი შოთა ხეცურიანი.
„მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ძალზედ მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისა და კომპანიის ჩართულობა. მადლობას ვუხდი „არქის“, რომ მოგვამარაგა საჭირო პროდუქციით.“- ამბობს თავდაცვის ძალების სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე შოთა ონიანი.
თავდაპირველად “არქიმ” 30 000 ლარი გამოყო კორონავირუსთან ბრძოლისთვის, თუმცა შემდგომ ვითარებიდან გამომდინარე კომპანიის პარტნიორებმა და გუნდმა მიიღეს გადაწყვეტილება და ეს თანხა საგრძნობლად გაზარდეს. ახლა კომპანიას 300 000 ლარზე მეტი აქვს სხვადასხვა აქტივობისთვის გამოყოფილი.
“არქიმ” რესპუბლიკურ საავადმყოფოს გადასცა საჭირო ინვენტარი, ხოლო ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალის სახელფასო ფონდში 20 000 ლარი გადარიცხა.არქი მერიის ინიციატივას შეუერთდა და 500 სოციალურად დაუცველ ხანდაზმულ პირს გადასცა საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები.
კომპანიის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავათ კომპანიის ყველა თანამშრომელი შეინარჩუნებს სამუშაო ადგილსა და კუთვნის ხელფასს.