სიახლე სემეკისგან- ელექტრონული პლატფორმა, რომელიც კომუნალურ გადასახადებს დაგიანგარიშებთ
მომდევნო კვირიდან „თელასის“ და „თბილისი ენერჯის“ აბონენტებს საშუალება ექნებათ სპეციალური ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით გამოიანგარიშონ გახარჯული გაზისა და ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხა და ასევე, უარი თქვან ამ გადასახადის სახელმწიფო მიერ დაფინანსებაზე.
როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა, მუშაობა უკვე დაწყებულია და პლატფორნა მომდევნო კვირაში მზად იქნება.
მისი თქმით, დაფინანსებაზე უარის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გაეგზავნება კომუნალური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც აბონენტს გადასახადს ჩვეულებრივი წესით დაურიცხავენ.
როგორც ცნობილია,მთავრობის გადაწყვეტილებით, იმ მომხმარებელს, რომელიც თვის განმავლობაში 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ გაზს მოიხმარს გადასახადს მავთავრობა დაუფარავს.