ეკატერინე ტიკარაძე: კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს და გაიარონ კონსულტაციები
“კვირის ბოლოდან ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და, შესაბამისად, დაგეგმონ შემდგომი ვიზიტი როგორც ექიმთან, ასევე – სტაციონარში”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
“დისტანციურ სერვისებში თბილისში უკვე ჩართულია ოთხი კლინიკა და ისინი წარმატებით მუშაობენ. დამატებული არის 21 კლინიკა როგორც დიდ ქალაქებში, ასევე – რეგიონებში, რაც საშუალებას მოგვცემს, უზრუნველვყოთ მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა შემომავალი ზარი. დღეს მიმდინარეობს საბოლოო ტესტირება ამ ზარების განხორციელებისა. კვირის ბოლოდან ჩვენს პაციენტებს, ყველას მიეცემა საშუალება, მიმართონ 112-ს, გაიარონ კონსულტაციები და, შესაბამისად, დაგეგმონ მათ შემდგომი ვიზიტი როგორც ექიმთან, ასევე – სტაციონარში“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.