აშშ-მა ესტონეთს 128 Javelin-ი გადასცა

აშშ-მა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს 128 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა –  Raytheon Javelin-ი გადასცა.

ამის შესახებ ესტონეთში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ რაკეტების გადაცემა 15 თებერვალს მოხდა – იმ მსხვილი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც ესტონეთის თავდაცვითი ინვესტიციების ცენტრისა და აშშ-ის თავდაცვის უწყებას შორის იქნა ხელმოწერილი.

საელჩოში აღნიშნავენ, რომ იარაღის გადაცემა ესტონეთის თავდაცვითი პოტენციალის ზრდის გაგრძელებას ნიშნავს, რომელიც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ინტეგრაციას ემსახურება და ნატო-ს პარტნიორებსა და მოკავშირეებს შორის ოპერატიული თავსებადობის უზრუნველყოფს.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-მა ესტონეთს 100 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება აღმოუჩინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები