ეკატერინე ტიკარაძე: რუხის კლინიკას კვირის ბოლოსთვის, დაახლოებით, 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კვირის ბოლოსთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რუხის კლინიკას, დაახლოებით, 100 პაციენტის მიღების შესაძლებლობა ექნება.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია.

“ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს ზუგდიდის კლინიკის სრული მობილიზაცია და კვირის ბოლოს მას ექნება საშუალება, მიიღოს პაციენტების გარკვეული რაოდენობა და ეს არის დაახლოებით 100 პაციენტი. უკვე შემდეგ კვირებში ვახორციელებთ უფრო უკეთეს აღჭურვას ამ კლინიკისა, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უკვე 200-250 პაციენტამდე ვმართოთ ზუგდიდში, რუხის კლინიკაში”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები