ნათია თურნავა: ყველა ბიზნესი, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხო მუშაობას, შემდგომში იქნება დასაშვები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც მთავრობას მოქალაქეთა უსაფრთხოების შესაბამის გარანტიებს მისცემს, მოხვდება მთავრობის მიერ დაშვებულ საქმიანობათა ჩამონათვალში.

მისივე თქმით, ეს უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხო.

„იმ ბიზნესებს, რომელთა საქმიანობაც, ჯერჯერობით, დროებით არის შეჩერებული იმ მთავარი ამოცანიდან, მთავარი პრიორიტეტიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და ვირუსის გავრცელების პრევენცია, მინდა, ვუთხრა, რომ ყველა, ვინც ეტაპობრივად დაგვანახებს გარანტიებს, რომ შეასრულებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ წესებს და უზრუნველყოფს საკუთარი თანამშრომლების, კლიენტების უსაფრთხო მუშაობას, ამ ბიზნესების საქმიანობაც შემდგომში იქნება დასაშვები, მაგრამ, პირველ ყოვლისა, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად უსაფრთხო. უპირველესად, ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც რამდენიმე ეკონომიკური საქმიანობა, მათ შორის – მშენებლობა და კომპიუტერული ტექნიკით დისტანციურად ვაჭრობა, დასაშვები ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები