ეკატერინე ტიკარაძე: პიკურ სტადიას შეიძლება, აპრილის მეორე ნახევრიდან ველოდოთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პიკურ სტადიას შეიძლება, აპრილის მორე ნახევრიდან ველოდოთ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ეპიდემიოლოგების მხრიდან დადგენილია.

„მივყვებით ჩვენს დადებულ გეგმას და სიტუაცია დღეს კონტროლირებადია, რადგან ამ 10 პაციენტიდან ძირითადი კონტაქტები ჩვენი ეპიდემიოლოგების მხრიდან არის დადგენილი და მათი უმეტესობა არის უკვე ცნობილი კლასტერებიდან ან იმ საკარანტინო ზონებიდან, რომლებშიც არიან განთავსებული ჩვენი პაციენტები. ეს გვაძლევს საფუძველს, ჩვენ არ ჩავთვალოთ, რომ არის განგაშის ზარების შემოკვრის დრო ქვეყანაში, მაგრამ ეს არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენ არ გავამკაცროთ ღონისძიებები და არ დავსახოთ სტრატეგია, უკვე გართულებული შემთხვევების მართვისა და გაზრდილი შემთხვევების მართვისთვის. ჩვენ ვთვლით, რომ პიკურ სტადიას შეიძლება ველოდეთ აპრილის მორე ნახევრიდან იმის მიხედვით, თუ რამდენად ეფექტური იქნება მენეჯმენტი, როგორც სახელმწიფო მხრიდან, ასევე, ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. აღსრულების ნაწილი იქნება დამოკიდებული ამაზე, თუ რამდენად ხანგრძლივი და რა რაოდენობა პაციენტები გვეყოლება აპრილის ბოლოს და მაისში, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკური პერიოდი და როგორ მოხდება მისი შეკავება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები