“ბოჭორიშვილის კლინიკაში მყოფ, კორონავირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტზე გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ხვალ გადამოწმდება”

ბოჭორიშვილის სახელობის საავადმყოფოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსის მქონე 7 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტზე გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად ხვალ გადამოწმდება.

„აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში ამ ეტაპზე მკურნალობს 14 პაციენტი. 14 პაციენტიდან 7 პაციენტს დადასტურებული აქვს COVID 19. არსებული პაციენტებიდან, რომლებიც დადასტურებული დიაგნოზით მკურნალობენ, სამ პაციენტზე ხვალ გადამოწმდება მათი გამოჯანმრთელების პროცესის შედეგები ლაბორატორიულად. ახალი ორი პაციენტიდან ერთ-ერთის მდგომარეობა საყურადღებო და მძიმეა, მეორე პაციენტთანაც საყურადღებოა მდგომარეობა. პროტოკოლის მიხედვით, მიმდინარეობს მკურნალობა“, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები