პაატა იმნაძე: მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახლში მკურნალობენ

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში სახლში მკურნალობენ. ამის შესახებ იმნაძემ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს პრაქტიკა მიღებულია მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში. უამრავი პაციენტია ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში, აშშ-ში, რომლებსაც აქვთ „კოვიდი“ და ისინი იმყოფებიან სახლის პირობებში. ანუ, თუ ადამიანს აქვს თვითიზოლაციის შესაძლებლობა სახლში, თუ ადამიანს დაავადების მიმდინარეობა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ის იყოს სახლში, რა თქმა უნდა, ასეთი მსუბუქი პაციენტები მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში, არიან სახლში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები