ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოხალისეები ხანდაზმულებს ყოველდღიურ რეჟიმში ეხმარებიან

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული მოხალისეთა ჯგუფის სოციალური კამპანია –  „ბაღდათელები ერთმანეთისთვის“ ყოველდღიურად ხორციელდება.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საქველმოქმედო სოციალურ კამპანიას არა მარტო ბაღდათის მუნიციპალტეტის მოქალაქეები, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ადამიანებიც შეუერთდნენ.
“სოციალური კამპანიის ფარგლებში, მოხალისეებმა 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ 5 ოჯახს საკვები პროდუქტები გადასცეს.
ფონდი ყოველდღიურად ივსება როგორც ფულადი დახმარებით, ასევე – მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით, რაც შემდეგ ხანდაზმულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს გადაეცემა.
მოხალისეთა ჯგუფის წევრები
ყოველდღიურ რეჟიმში დახმარებას უწევენ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე და უფასო სასადილოს ხანდაზმული ბენეფიციარების საკვების შინ მიტანას უზრუნველყოფენ”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები