შალვა კერესელიძემ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ პირველ მოადგილესთან, მანანა ნარიმანიძესთან ერთად კონტრაქტორი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ “რეგიონნულ კვირას” მხარის გუბერნიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ისაუბრეს. შალვა კერესელიძემ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისა და სამუშაო პროცესში უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ერთობლივად იმსჯელეს არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე.

„კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, მცხეთა-მთიანეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას შეუფერხებლად ვაგრძელებთ. სამუშაოების ნაწილი უკვე აქტიურ ფაზაშია, ნაწილს უახლოეს პერიოდში დავიწყებთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პროექტები განსაზღვრულ ვადებში, ხარისხიანად და უსაფრთხოების ნორმების დაცვით განხორციელდეს. ამ მიმართულებით, ხელისუფლების შესაბამის უწყებებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად კოორდინებულად ვმუშაობთ“, – აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ შეხვედრაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები