ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში COVID-19- ის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში COVID-19 ის სიმპტომებით ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალგაზრდა ქალს ცხელება და ხველა აღენიშნება. მას მოგზაურობის ისტორია არ აქვს, თუმცა ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და  მისი თქმით, შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან.

“როგორც პაციენტი ამბობს, ის მუშაობს ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში და კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან, რომლებთანაც უწევს მუშაობა. ქალბატონი არ ყოფილა თვითიზოლაციაში. როგორც კი დაეწყო ცხელება და ხველა, მან მიმართა ინფექციურს, სადაც უტარდება ანალიზები და, საჭიროების შემთხვევაში, გადაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში შემდეგ კვლევებზე”, – აცხადებენ ინფექციურ საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რომ ვირუსისთვის საეჭვო სიმპტომებით კიდევ ერთი პაციენტის პასუხს ელოდებიან, რომელიც წუხელ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები