აშშ ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად საქართველოს 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს
აშშ საქართველოს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და სხვა.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. კერძოდ, დაფინანსდება ლაბორატორიული სისტემების მომზადება, ეპიდემიოლოგიური გამოკვლევები და მეთვალყურეობა, ტექნიკურ ექსპერტთა დახმარება და მომზადება, ინფორმაციის გაცვლა და სხვა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.