ყვარელში მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოებში დეზინფექცია აქტიურად ტარდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოების დეზინფექცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყვარლის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მოხალისეთა ჯგუფები მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველდღიურად გადაადგილდებიან და მოსახლეობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ.