ქარელის მერმა სოფელ ბრეთის მეურნეობაში გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა სოფელ ბრეთის მეურნეობაში გზის ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
აღნიშნულია შესახებ “რეგიონულ კვირას” ქარელის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, დასრულებულია ქვედა ფენის დაგება და სანიაღვრე არხების მოწყობა. ამჟამად, მიმდინარეობს გვერდულებისა და ზედა ფენის მოწყობა.
პროექტის ფარგლებში, სულ 0.336 გრძივი მეტრი გზის საფარი დაიგება . სამუშაოებს ასრულებს შპს „ერ ტე დე”.