მამუკა მდინარაძე: ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებასა და ჩვენი მოსახლეობის დახმარებას

“ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ ეკონომიკის სტიმულირებასა და ჩვენი მოსახლეობის დახმარებას”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე, ასევე, გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილ ანტიკრიზისულ გეგმებს. მისი თქმით, მათ თვითონაც იციან, რომ ეს არის არარეალისტური, მაგრამ საუბრობენ იმისთვის, რომ მოიგონ გარკვეული სეგმენტის გული.

„უახლოეს დღეებში მთავრობა წარმოადგენს შესაბამის გეგმას, რაც იქნება რეალისტური, რეალისტური ციფრებითა და საჭიროებების მიხედვით სეგმენტებზე მორგებული. ამ გეგმის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, ერთი მხრივ, ეკონომიკის სტიმულირებას და, მეორე მხრივ, ჩვენი მოსახლეობის დახმარებას, იმ სეგმენტებზე გათლით, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ის”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები