კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვით აშშ-მა ჩინეთს გადაასწრო

​აშშ-მა კორონავირუსით მსოფლიოში ინფიცირებულთა რიცხვით პირველ ადგილზე გადაინაცვლა და მაჩვენებლით ჩინეთსაც გადაასწრო.

27 მარტის მდგომარეობით, შეერთებულ შტატებში 85 991 ინფიცირებულია.

ქვეყანაში COVID-19-ით 1301 პაციენტია გარდაცვლილი, რაც 6,5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე იტალიაში, სადაც ვირუსს 8215 პირი ემსხვერპლა და 2,5 ჯერ ნაკლებია, ვიდრე ჩინეთში, სადაც ვირუსისგან 3287 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირების მაჩვენებლით, მეორე ადგილზეა ჩინეთი – 81 782პაციენტით, მას უმნიშვნელოდ ჩამორჩება იტალია – 80 589-ით და, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები თითქმის აღარ ვლინდება, იტალიაში კი მაჩვენებელი მზარდია, დღეს, სავარაუდოდ, იტალია ჩინეთს გადაასწრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები