დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ხმა ისმოდა – ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ
ცოტა ხნის წინ ახალქალაქში, დეპუტატ ენზელ მკოიანის სახლთან სროლის ხმა ისმოდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ იარაღის გასროლის ხმა ორჯერ შემოესმათ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი – 126- 1 პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტი და 236-ე მუხლის მე-3 და მე4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილი ძალადობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.