კახეთში, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო, 1 პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს

კახეთში თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის 1 პირი კარანტინში იძულების წესით გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილებიში განუცხადეს.
რეგიონის მასშტაბით 8 საკარანტინე სივრცეში 550 ადამიანია მოთავსებული და, როგორც განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი ხიზანიშვილი აცხადებს, ამ ეტაპისთვის, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის რეგიონში  თვითოზლაციის რეჟიმიდან 60 პირი უკვე მოიხსნა, თუმცა თვითიზოლაციაში 452 ადამიანი რჩება.
შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 4346 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი  247 პაციენტი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები