ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში რვა პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში იმერეთის საკარანტინე ზონებიდან რვა პაციენტია გადაყვანილი. როგორც კლინიკაში აცხადებენ, სამ პაციენტს  ანალიზი უკვე გაუკეთდა და ექიმები პასუხს ელოდებიან. ხუთს კი ბიოლოგიურ ნაცხს დღის განმავლობაში აუღებენ.

როგორც კლინიკაში ამბობენ, ყველა მათგანს მოგზაურობის ისტორია აქვს.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში ამ დრომდე კორონავირუსზე 150-მდე ტესტია გაკეთებული და მათგან ყველა უარყოფითი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 77 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, კარანტინში 4346 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 247 პაციენტი გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები