ზუგდიდში კორონავირუსით დაინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდის ინფექციურში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით მოთავსებული 67 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ლალი დარახველიამ განუცხადა.

მისივე განმარტებით, პაციენტის  თბილისში გადაყვანა ამ დროისთვის არ იგეგმება.

“პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, არის დამაკმაყოფილებელი, კვლევები ჩატარებულია და მკურნალობა გრძელდება. გადაყვანასთან დაკავშირებით არაფერი არ იგეგმება”, – განაცხადა ლალი დარახველიძემ.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს – ექიმის განმარტებით, მამაკაცს ჰყავს მეუღლე და იგი თვითიზოლაციაში იმყოფება.

ზუგდიდის მკვიდრ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა.

შეგახსენებთ, რომ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კოვიდ-19-ის 77 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 10 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმს ამ დროისთვის 4055 ადამიანი გადის, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 252 რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები