აშშ-ში კორონავირუსს ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა – საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთ შტატში გამოცხადდა

აშშ-ში კორონავირუსით 68 572 ადამიანია ინფიცირებული, ვირუსს 1031 პაციენტი ემსხვერპლა, – შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი აქვეყნებს.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ტეხასის შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა, სადაც ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მძიმე ვითარებაა შექმნილი.

ტრამპმა შტატისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფის განკარგულება გასცა.

მანამდე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი იყო გამოცხადებული ვაშინგტონის, ნიუ იორკის, კალიფორნიისა და ლუიზიანას შტატებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები