ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია გააჩნია კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნანა ოდიშარიას განცხადებით,  პაციენტი ზედმიწევნით იცავდა თვითიზოლაციის წესებს და სხვა მოქალაქეებს შფოთვის საფუძველი არ აქვთ.

“შფოთვის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს, რადგან პაციენტი ზედმიწევით კარგად იცავდა თვითიზოლაციის წესებს და მას კონტაქტი არავისთან არ ჰქონია, რადგან ოჯახში მხოლოდ ერთი წევრი ყავს სახლში მეუღლე და თვითიზოლაციის წესები არ დაუღღვევიათ. მას რამოდენიმე უწყება უწევდა მონიტორინგს, რაც შეეხება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, სტაბილურია და დამაკმაყოფილებელია. ის მოთავსებულია ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში,” – განაცხადა ნანა ოდიშარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები