სამეგრელოში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ვითარებისა, სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ხორციელდება გზების რეაბილიტაცია, წყალმომარაგების პროექტები, ბაღების და სკოლების მშენებლობა.
ზუგდიდში, ჭკადუაშის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები ხორციელდება. პროექტი დასრულების ეტაპზეა, რის შემდეგაც სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის პრობლემა მოსახლეობას მოეხსნება. სოფელთან დამაკავშირებელი გზა ავარიული იყო და გადაადგილების დროს პრობლემას ქმნიდა.
გზასთან ერთად ჭკადუაშში ასევე მიმდინარეობს სანიაღვრეების მოწყობაც. გზის მშენებლობა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ამ ეტაპის ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა.

მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები