მარტვილში მოხალისეები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოქალაქეთა დისტანციას აკონტროლებენ

მარტვილი მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფები მუშაობას ინტენსიურ რეჟიმში  განაგრძობენ.
მოხალისეები საქართველოს “წითელი ჯვრის” ზუგდიდის ფილიალის წარმომადგენლებმა გადაამზადეს.
მოხალისეები ბანკებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში რიგების და მოქალაქეთა შორის დისტანციის გაკონტროლებას უზრუნველყოფენ.
მუნიციპალიტეტში ასევე, დაწყებულია მოხალისეთა მეორე ჯგუფის დაკომპლექტება, რომლებშიც გაწევრიანება ნებისმიერ სრულწლოვან მსურველს შეუძლია. რეგისტრაცია შეგიძლიათ არსებული ცხელი ხაზის მეშვეობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები