გიორგი ხოჯევანიშვილი პურის საწარმოს მუშაობას გაეცნო

გორში მდებარე პურის საწარმო 24-საათიან რეჟიმში სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას. შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საწარმოო პროცესი ადგილზე დაათვალიერა.
საწარმო, გარდა გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სოფლებისა, პურით მიმდებარე მუნიციპალიტეტებსაც ამარაგებს. საწარმოს ხელმძღვანელის თქმით, ფქვილის მარაგების პრობლემა არ დგას და სრულად აკმაყოფილებენ მოსახლეობის საჭიროებებს.
,,რეგიონში საწარმოების მუშაობა არ შეფერხებულა. ჩვენ კოორდინებულად ვმუშაობთ როგორც სხვადასხვა უწყებასთან, ისე – კომპანიებთან. ამ ეტაპზე, მომარაგებისა და მიწოდების პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს”, – აღნიშნა რწმუნებულმა.

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შიდა ქართლში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს. ოთხივე მუნიციპალიტეტის სოციალური სასადილოდან ყოველდღიურ რეჟიმში მოსარგებლეებზე საკვები გაიცემა. ასევე, ინტენსიურად ხდება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები