ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შეწამვლა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.

სადეზინფექციო სამუშაოების დაწყებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინია გამოცხადებული, ამიტომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები .საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცჯგუფები მობილიზებულები არიან და სპეციალური ტექნიკით ხდება ტერიტორიების შეწამვლა. ეს სამუშაოები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციას და დაგვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს დარჩნენ სახლში და დაიცვან კარანტინის წესები“ ,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები