შოთა რეხვიაშვილი: კორონავირუსზე 20 000 -მდე ადგილობრივი გამოვიკვლიეთ

“ვაგრძელებთ ფართომასშტაბიან სკრინინგს. გუშინდელი ინფორმაციის თანახმად,  მოგახსენეთ, რომ რამდენიმე საყურადღებო ფაქტი იყო, თუმცა დიაგნოსტიკური კვლევების შემდეგ ერთი ადამიანი, ანგინით, უკან დააბრუნეს და ადგილობრივად მიდის შესწავლა”  – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა ქვემო-ქართლის მხარეში, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

რწმუნებულის თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსზე უკვე 20 000-მდე ადგილობრივი მოსახლე გამოიკვლიეს.
“სულ ოციათასამდე მოსახლე იქნა გამოკვლეული. მძღოლები ჰოსპიტალიზებულნი არიან და რჩებიან ჰოსპიტალში, თუმცა ველოდებით თბილისიდან დიაგნოზს, დასკვნას და შემდგომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ზოგადად, საკარანტინე რეჟიმი ჩვეულებრივად მუშაობს. თქვენც ხედავთ, რომ სურსათის დისტრიბუციაც ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”, – აღნიშნა შოთა რეხვიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, ახალი კორონავირუსის ფართომასშტაბიანი გავრცელების პრევენციის მიზნით, 23 მარტს მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები