ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების დეზინფექცია მიმდინარეობს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს დეზინფექცია უტარდება. მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად მუშავდება ამბულატორიები, ასევე, დამუშავდა ყველა სასწავლო დაწესებულება (24 საჯარო სკოლა და ერთი სასულიერო გიმნაზია), საბავშვო ბაღი.
საგანმანათლებლო დაწესებულების გარდა, სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო და ადმინისტრაციული შენობები.
სადეზინფექციო ღონისძიებები  საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები