ოკუპირებულ აფხაზეთში საკარანტინო ზომები ამოქმედდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეიდან 7 აპრილამდე საკარანტინო ზომები იმოქმედებს, რომელსაც ხელი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ მოაწერა.

მიღებული ზომების ფარგლებში, იკრძალება მასობრივი ღონისძიებების გამართვა; იკეტება საქორწილო დარბაზები, ფიტნესცენტრები, სპორტული დარბაზები, სპა სალონები;

ე.წ. რესპუბლიკაში შესვლა, ტურისტული და საექსკურსიო მიზნით, ეკრძალებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირებს.

27 მარტიდან 7 აპრილამდე იკრძალება კვების ობიექტების, ასევე, ტანსაცმლის ბაზრობების მუშაობა.

იკრძალება საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, ტაქსის გარდა, და სხვა ზომები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები