ტრამპი იმედოვნებს, რომ აშშ კორონავირუსს აღდგომამდე დაამარცხებს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ ქვეყანა ვირუსისგან გათავისუფლებას აღდგომამდე მოახერხებს მიუხედავად იმისა, რომ ნიუ იორკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება.

“მალე გავიხსნებით, მინდა, ქვეყანა ღია იყოს და აღდგომისთვის განახლება დაიწყოს. აღდგომა ჩემთვის განსაკუთრებული დღესასწაულია და თქვენ ქვეყნის მასშტაბით ყველა ტაძარს გაავსებთ”, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პირველი პირის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა ბიზნესისთვის არ გაიხსნება, ის მასობრივი რეცესიისგან, ან დეპრესიისგან დაზარალდება.

“ბევრ ადამიანს დაკარგავთ. ათასობით თვითმკვლელობას მიიღებთ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არასტაბილურობა იქნება”, – განაცხადა ტრამპმა ხანგრძლივი კრიზისის შედეგებზე საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებიდან რამდენიმე საათში სენატმა თეთრი სახლის გეგმას დაუჭირა მხარი, რომელიც ეკონომიკის გადასარჩენად 2 ტრლნ დოლარის გამოყოფას გულისხმობს.

ზომათა პაკეტი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს, კრედიტებს, საავადმყოფოებისთვის ფულის გამოყოფასა და ბიზნესის დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები