ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საყოველთაო სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის მერიისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ორგანიზებით, დეზინფექცია დაბაში მდებარე ყველა სასურსათო მაღაზიას, აფთიაქსა და საჯარო დაწესებულებას ჩაუტარდა. მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერიოდულად კვლავ გაგრძელდება და მის მიმდინარეობას ჯანდაცვის ცენტრი გაუწევს მონიტორინგს.

მუნიციპალიტეტის მერიაში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება, სადაც ინფორმაციას ხარაგაულში არსებული მდგომარეობის შესახებ ისმენენ.

დაბის ქუჩებში პერიოდულად რიგდება ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად სარეკომენდაციო ბუკლეტები.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულში 12 პირი რჩება თვითიზოლაციაში და ხარაგაულის ერთი მოქალაქეა კარანტინში.

მუნიციპალიტეტს, ამ ეტაპზე, არცერთი ინფიცირებული პაციენტი არ ფიქსირდება, უცხო ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეებზე სრულ მონიტორინგს კი ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები