რუსეთი აშშ-ს კორონავირუსთან ბრძოლაში დახმარებას სთავაზობს

აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, შეერთებულ შტატებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს.

დიპლომატის თქმით, რუსულმა ტესტებმა ჩინეთსა და ირანში მაღალი შედეგი აჩვენეს, ისინი, ასევე, იტალიისთვისაც არის გადაცემული.

“უბრალო ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ რუსეთი, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის  ამერიკასაც დაეხმაროს, როგორც არაერთხელ ეხმარებოდა კალიფორნიაში ხანძრების ჩაქრობაში”, – ნათქვამია საელჩოს Facebook გვერდზე.

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა 55 222 ადამიანს შეადგენს, 700-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები