მაღალმთიან აჭარაში ხშირად მოხმარებადი მედიკამენტები სოფლის ექიმის რეცეპტით გაიცემა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომედაციით, ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტები ქედისა და ქობულეთის სამედიცინო ამბულატორიებს დღეს გადაეცათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მედიკამენტები სოფლის ექიმის რეცეპტის მიხედვით მოხმარდება მოწყვლად ჯგუფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე მარტოხელა პენსიონერებს.
“ყველა სოფლის ექიმს აქვს სპეციალური ბაზა, რომელშიც აღრიცხულია მოწყვლადი ჯგუფები. მუნიციპალიტეტებში ეტაპობრივად ხდებოდა პირველადი მედიკამენტებით ექიმის ჩანთის შევსება’, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები