თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
„თელასის“ ინფორმაციით, მუხიანის მეორე და მესამე მიკრორაიონებს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
„გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 24 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება გლდანის რაიონში. 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II და III მიკრორაიონების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ “თელასში”.