ხულოს მუნიციპალიტეტში რისკჯგუფებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ

ხულოს მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ ბერიძის ინიციატივით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რისკჯგუფებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს სასურსათო პროდუქტები გადაეცემათ.

ღონისძიების ფარგლებში, სოფელ სხალთის ადმინისტრაციულ ერთეულის მცხოვრებ სულიკო შაინიძისა და სოფელ ქედლების მცხოვრებ ოთარ ბოლქვაძის სოციალურად დაუცველ ოჯახებს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.

ვახტანგ ბერიძის გადაწყვეტილებით, სასურსათო პროდუქტებს საჭიროების მქონე ოჯახები ეტაპობრივად მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები