შეერთებული შტატები მზად იქნება ირანზე დარტყმის განსახორციელებლად, თუ ამას გადაწყვეტს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„შესაძლოა, მათ წინააღმდეგ კიდევ ერთი მასშტაბური დარტყმა განვახორციელოთ. ჯერ დარწმუნებული არ ვარ“, – თქვა მან თეთრ სახლში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემისას.
ორშაბათს აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების გადადება კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და საუდის არაბეთის მოთხოვნით, რადგან არსებობდა შესაძლებლობა, მიღწეულიყო შეთანხმება თეირანთან.