მარიამ ლაშხი: უნდა გამოვრიცხოთ სიძულვილის ენის დამკვიდრების მცდელობები, რასაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ვხედავთ

“უნდა გამოვრიცხოთ სიძულვილის ენის დამკვიდრების მცდელობები, რასაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ვხედავთ,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის და ძალადობრივი შეტევის სამიზნეები.

„ჩვენს ქვეყანაში უნდა დამკვიდრდეს შინაარსიანი და საგნობრივი დისკუსიები და უნდა გამოვრიცხოთ სიძულვილის ენის დამკვიდრების მცდელობები, რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად ვხედავთ. ჟურნალისტებიც არაერთხელ იყვნენ სიძულვილის ენის, არაერთი თავდასხმის, ძალადობრივი შეტევის სამიზნეები. ამაზე სახელმწიფომ უნდა მოახდინოს რეაგირება და თითოეული მოქალაქის უფლება დაიცვას“, – აღნიშნა ლაშხმა.

ცნობისთვის, შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები