ნიკოლოზ სამხარაძე: ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, ხენანის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა
პეკინში გვქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრები უმაღლესი დონის ხელმძღვანელობასთან, როგორც ჩინეთის სახალხო კრების, ასევე საკონსულტაციო ასამბლეის, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, უახლოეს მომავალში ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება.
„ნიშანდობლივია, რომ ჩვენი ვიზიტი გრძელდება ქალაქ სიანში, ხენანის პროვინციაში, რომელიც არის სწორედ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო აბრეშუმის გზა. დღეს, როდესაც ვსაუბრობთ შუა დერეფნის მნიშვნელობაზე, მის ფუნქციონირებასა და მისი პოტენციალის სრულად ათვისებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენი ვიზიტი სწორედ სიანში შეხვედრებით სრულდება და აქ განვიხილავთ სხვადასხვა შესაძლებლობას, როგორ შეიძლება საქართველოსთვის სასარგებლო ინიციატივები წამოვიღოთ ამ პროვინციიდან“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გაემგზავრა.