20 მაისიდან დიდ ბრიტანეთში რუსული ნავთობისგან წარმოებული პროდუქტების – დიზელის და საავიაციო საწვავების იმპორტი ისევ შესაძლებელია

Screenshot

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 20 მაისიდან ქვეყანაში კვლავ დაშვებულია რუსული ნედლეულისგან დამზადებული დიზელისა და საავიაციო საწვავის იმპორტი. შეზღუდვის მოხსნა ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც მესამე ქვეყნებშია გადამუშავებული. ამ ნებართვას კონკრეტული ვადა არ გააჩნია, თუმცა ბრიტანული მხარე მას პერიოდულად გადახედავს.

ამასთან ერთად, 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ნებადართული გახდა რუსული წარმოების გათხევადებული ბუნებრივი აირის (LNG) საზღვაო გზით ტრანსპორტირება. ცნობისთვის, უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვისთვის 2022 წლიდან დაწესებული დანარჩენი შეზღუდვები კვლავ სრულად მოქმედებს.

სანქციების ნაწილობრივი შემსუბუქების მიზეზად გლობალურ ბაზარზე შექმნილი კრიზისი სახელდება. ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო მოქმედებებმა და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ მსოფლიოში მიწოდების შეფერხება და საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ბრიტანეთის შიდა ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირებამ გაზარდა ზეწოლა მთავრობაზე, რამაც მათ ხელმისაწვდომობის პრობლემის გადასაჭრელად ამ ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები